სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სულ იმერეთის მასშტაბით 1768 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 27 ადამიანს დაუდასტურდა. ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, ნაწილი იყო თვითიზოლაციაში და მათგან ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. თუმცა გამოვლინდა კიდევ ახალი კლასტერი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
ჯამში იმერეთის კლინიკებში 301 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდმიმღებ სასტუმროში 77 ადამიანია განთავსებული.დღეიდან იმერეთში უსიმპტომო პაციენტებს ბინაზეც უმკურნალებენ.