ქუთაისში მესამე სამშობიაროს მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა.50- მდე ადამიანი დღეს სამშობიაროს წინ შეიკრიბა.მათი თქმით სამშობიაროს კოვიდცენტრად გადაკეთება იგეგმება.ადმინისტრაცია პერსონალთან საუბარში ამბობს,რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.მედპერსონალს კოვიდცენტში მუშაობაც შესთავაზეს,შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი უთხრეს,რომ უმუშევრები დარჩებიან.აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კოვიდპაციენტებთან მუშაობისთვის მზად არ არიან და არც შესაბამისი გადამზადება აქვთ გავლილი
სამშობიაროს ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.
მესამე სამშობიაროში კოვიდცენტრისთვის საჭირო ინვენტარი შეიტანეს.