იმერეთის მასშტაბით გაკეთებული 1303 ტესტიდან კორონავირუსი 22 ადამიანს დაუდასტურდა. ნაწილი ოქროს ბირჟისა და მაღაზიის კლასტერს მიეკუთნება, თუმცა არის ახალი შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობს. იმერთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, დაინფიცირების წყაროების მოკვლევა გრძელდება.
,,ამ 22 შემთხვევიდან ნახევარის პირველწყაროს ვიკვლევთ. საბოლოოდ შეიძლება მივიდეთ რომელიმე უკვე არსებულ კლასტერამდე,მაგრამ დღეის მონაცემებით ეს ინფორმაცია არ გვაქვს.,,-განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
კოვიდკლინიკებში 300 ადამიანია მოთავსებული. პარალელურად უსიმპტომო პაციენტები გადაყვანილია კოვიდ სასტუმროში, სადაც 24 ნომრამდე უკვე დაკავებული. 300 ინფიცირებულიდან 160 იმერეთის მკვიდრია.