დღეს იმერეთში კორონავირუსის 53 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი პაციენტი კი კლინიკა ,,ბომონდში,, გარდაიცვალა.
,,ეს პაციენტი იყო გადმოყვანილი აფხაზეთიდან.გადმოყვანის დროს ეს პაციენტი უკვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში.საჭიროებდა მართვით სუნთქვას. გაუკეთდა ყველაფერი, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.,,-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა. გოჩა გიორგიძის შეფასებით, ზოგადი ვითარება მძიმეა, თუმცა სიტუაციის მართვას ახერხებენ.
,,რაც შეეხება ზოგად დინამიკას, გვაქვს მატება შემთხვევების, ისე,როგორც მთელ საქართველოში,სამწუხაროდ. ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და ყველა შემთხვევის იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, რაშიც ძალიან გვეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა.შექმნილია ოპერატიული მოქმედების შტაბი, გუბერნატორისა და ვიცე მერის ხელმძღვანელობით და ხდება პროცესების მართვა.,,- აღნიშნა გიორგიძემ