საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით. „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. კრიტიკულად მძიმეა 3 , ხოლო 15 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.