ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. 30წლამდე ქალბატონი აჭარიდან გადმოიყვანეს. მას covid 19-ი გუშინ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 15 პაციენტი მკურნალობს. აქედან 5-ს საკონტროლო ტესტი უკვე ჩაუტარდა. განმეორებითი ტესტის შემდეგ, უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, პაციენტები კლინიკიდან გაეწერებიან.
- ჯანდაცვა
- გადასვლები: 676