ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 598 172.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარა - 371, იმერეთი - 1 019, ქვემო ქართლი -309, შიდა ქართლი - 427, გურია - 293, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 468, კახეთი - 402, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 67.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.