დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში სულ ქვეყანაში 1 881 662 აცრაა ჩატარებული.
1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %. სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.
ბოლო 24 საათში თბილისში 3 105 აცრა ჩატარდა,იმერეთში 727,აჭარაში 711,ხოლო ყველაზე ცოტა რაოდენობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აიცრა-64 ადამიანი.