ტყუპები, რომლებიც ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. ახალშობილები კოვიდინფიცირებულმა დედამ საკეისრო კვეთით გააჩინა .ბავშვები თავადაც ინფიცირებულები იყვნენ. მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა. 47 წლის ქალი, რომელსაც საკეისრო კვეთა ,,ბომონდში,, ორსულობის 28 კვირის ვადაზე გაუკეთდა, რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა, დღეს კი უკვე ბავშვები დაიღუპნენ.
ექიმების თქმით, ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული .ისინი დაბადებიდანვე აპარატზე იყვნენ შეერთებული.