დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცმებით, საქართველოში 2021 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 629 582 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 940 424 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.9%
სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.1%
17 სექტემბერს აიცრა 19 273 ადამიანი.
თბილისში ჩატარდა 8 886 აცრა, იმერეთში 2 284, აჭარაში 2 040 აცრა. ყველაზე ცოტა ადამიანი კი რაწა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აიცრა-84.