აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი. მისივე განმარტებით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს.
„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ორსულის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.ახალშობილი გადარჩა.