საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო, ქუთაისში პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთო. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 9 ამცრელი კაბინეტი ემსახურება, ხოლო თუ მიმართვიანობა გაიზრდება , კიდევ 11 კაბინეტის დამატება იგეგმება. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მოსახლეობის მომართვიანობა მაღალია. დილის 11 საათის მონაცემებით, 30 ადამიანია დარეგისტრირებული.
მასობრივი ვაქცინაცია ჩხობაძის ცენტრში “სინოვაკის” და “სინოფარმის” ვაქცინებით მიმდინარეობს, თუმცა ამბობენ, რომ სხვა ვაქცინებიც დაემატებათ.