დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს უფროსი მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. საუბრობს. გოჩა გიორგიძის თქმით ,ვირუსის შემთხვევათა მცირედი მატებაა ქუთაისის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, რაც შიდა გავრცელებიდან გამომდინარეობს. მისივე განმარტებით, საფრთხის შემცველია ისეთი ღონისძიებები , სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იყრის თავს.
,,122 შემთხვევა არის შაბათ- კვირის ეფექტი, შაბათ კვირას შედარებით ნაკლები ადამიანი იტესტება, ამიტომ გვაქვს ხოლმე შაბათ კვირას ესეთი მკვეთრი ნახტომისებური ზრდა. რას შეეხება მომატებას, გვაქვს მატება თერჯოლის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ქუთაისში დაახლოებით 35 შემთხვევა იყო ამ 122 შემtხვევიდან დადასტურებული.,,-განაცხადა გოჩა გიორგიძემ