ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოვიდ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის ხლმძღვანელი ნატო მაჩიტაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის აქტიური პაციენტი 14-ი ,მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში 24 ადამიანი იმყოფება. მუნიციპალიტეტში უკვე 415 პირი ვაქცინის ორჯერადი დოზით აცრილია.
რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, დინამიკა აქაც კლებადია . რეგიონში ამჟამად ვირუსის 5 აქტიური შემთვევა ფიქსირდება. ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია სინოვაკის მეორე დოზით იმუნიზაცია. ამ დროისთვის ვაქცინის ორივე დოზით სულ 542 პირია აცრილი.