დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამ წუთებში იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს,რომელსაც გუბერნატორი, მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური წარმომადგენლები, სტაციონარებისა და პოლიკლინიკების ხელმძღვანელები ესწრებიან.საუბრის ძირითადი თემაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,მათ შორის აცრები ბავშვებში.
ამ შეხვედრის შემდეგ ამირან გამყრელიძე პრესნოფერენციას გამართავს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
დღეს დილიდან ამირან გამყრელიძე ქუთაისში მდებარე კლინიკებს ესტუმრა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.