ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღდგომის შემდეგ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა,თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არაა .
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძის ტქმით,მუნიციპალიტეტში კოვიდის დაფიქსირებიდან დღემდე 655 დადასტურებული შემთხვევიდან 14 გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული .
ხარაგაულისგან განსხვავებით ბოლო კვირაში კოვიდის შემთხვევებმა იკლო ბაღდათში , მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე 61 აქტიური პაციენტი ირიცხება . 1476 პაციენტიდან გარდაცვლილია 16.
ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნატო მაჩიტიძის თქმით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აცრილია226 პირი.