ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ბოლო 24-ი საათის განმავლობაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. ამ ეტაპზე კლინიკაში 95 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, აქედან რვა ბავშვია, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში ოთხი პაციენტი იმყოფება. თავისუფალია 10 თერაპიული საწოლი. როგორც ინფექციურის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე აღნიშნავს, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად საზოგადოება აქტიურად მოძრაობს გარე სივრცეში პირბადის გარეშე, რაც შეიცავს რისკს ,გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა.