18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.
„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა“, - აცხადებს ტიკარაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 27 აპრილის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 40 095 აცრა,ხოლო სრულად ვაქცინირებულია 3622 ადამიანი.