ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 57 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის ხლმძღვანელი ნატო მაჩიტაძე აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში 83 პირი იმყოფება. ამ ეტაპისთვის მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.