ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 101 პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,დანარჩენები კი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.საავადმყოფოში ჯამში 16 არასრულწლოვანი მკურნალობს.
როგორც ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე ამბობს, ამ დროისთვის თავისუფალია მხოლოდ 4 რეანიმაციული საწოლი, ხოლო თერაპიული განყოფილება მთლიანად შევსებულია. ინფექციურში კოვიდპაციენტებისთვის 105 საწოლია გამოყოფილი.
დღეს საავადმყოფოდან 8 პაციენტი გაეწერა, ხოლო 12 დაემატა.
ბოლო 24 საათის საათის განმავლობაში ინფექციურში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.