დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, იმერეთში ჯამში 1856 პირია აცრილი, აქედან ასტრა-ზენეკას ვაქცინით 15 მარტიდან დღემდე 829 ადამიანი აიცრა, ხოლო ფაიზერით- 1027. როგორც გოჩა გიორგიძემ განაცხადა ,12 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით 1106 პირია რეგისტრირებული, აქედან აქედან მედ-პერსონალის რიცხვი სამასამდეა, ხოლო დანარჩენი კი ასაკობრივი კატეგორიაა.
