ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.
გამყრელიძის განმატებითვე, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი იმ შემთხვევაში დაესმება, თუკი მოსახლეობის 60% აიცრება.
გამყრელიძის განმარტებით, თავისუფლად შეიძლება აცრების რიცხვის გაზრდა, რადგან უკვე სამყოფი ვაქცინაა ქვეყანაში.
„ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი - არის “ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა და გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიჭიროთ მაქსიმალურად მხარი.კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ჩვენი ვაქცინების მარაგი თანდათანობით ქვეყანაში ფართოვდება. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტოვობა, რადგან სხვა იარაღი დღეს ეპიდემიის დამთავრების, ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. თუ წელს, ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენი გეგმით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება” - განაცხადა გამყრელიძემ.