საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
"საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების გახლავთ. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, „სინოფარმის“ ვაქცინით 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული.
კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“,- აცხადებს თამარ გაბუნია.