13 იანვრის ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების ორი მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორმა მაია რუხაძემ, განაცხადა, ორივე პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ერთ-ერთი დაშავებული 6 წლის ბავშვია, ორივე პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია .