წელს პიროტექნიკით დაზიანების ფაქტზე ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრში 4 ზარი შევიდა.ზარები ახალი წელს, გვიან ღამით და შუადღის საათებში განხორციელდა.
როგორც გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა , მაია რუხაძემ განაცხადა ,4 შემთხვევიდან ერთს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.ყველა მათგანის დაზიანება იყო მსუბუქი სიმძიმის . დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არ არიან.