დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.
როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, covid-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდირებული არაა, თუმცა,თუკი მსგავსი თავყრილობა მაინც გაიმართება, მოქალაქეებმა უსაფრთხოების რამდენიმე წესი უნდა დაიცვან.
"კერძოდ, ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი. სადღესასწაულო შეკრებაზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს; სადილობისას დაიცავით, სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.