ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511 კვლევა , მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენით და 5 211 PCR -ით.
გამოვლინდა ვირუსის 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 232 079-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო 18 ადამიანი გარდაიცვალა .
თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათგან იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, აქედან იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 26 - იმერეთში.
1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 64.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათგან იმერეთში - 2 473.