იმერეთის მასშტაბით დღეს კოვიდ 19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან დაახლოებით 30% ქუთაისზე მოდის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში გაფართოებული ტესტირება იწყება. გაიტესტებიან როგორც სიმპტომიანი, ასევე უსიმპტომო მოქალაქეები, რომელებსაც ქონდათ კონტაქტი დაინფიცრებულთან. ,,ვიწყებთ ტაქსების მძღოლების და საკოლმეურნეო ბაზრების თანამშრომლების ორგანიზებულ ტესტირებას , ასევე სასულიერო კონფენსიების წარმომადგენლების ტესტირებას. გვინდა, რომ ყველა, თუნდაც უსიმპტომო ფორმა დროულად გამოვავლინოთ,,-განაცხადა გოჩა გიორგიძემ
გიორგიძის განცხადებით, ბოლო დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების კლების დინამიკა შეინიშნება, რაც ახალი წლის დღეებში დაბალ მიმართვიანობას და სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს უკავშირდება.