ინფრასტურქტურის მინისტრი ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებს ბოდიშს უხდის.ამის შესახებ რევაზ სოხაძემ ქუთაისში ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, აქტიურად მუშაობს შეფერხებული სამუშაოების დროული განახლებისთცის.
"მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო მშობლებს და მოსწავლეებს, იმ შეფერხებისთვის რაც ამ ეტაპზე გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არსებული პრობლემები მალე მოგვარდეს, რაც შეიძლება მალე განახლდეს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ბავშვებმა, რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ სწავლის გაგრძელება,"- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ქუთაისში მე-4 და მე-7 სკოლების რეაბილიტაცია შეჩერებულია.
მე-7 საჯარო სკოლის მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გაჭიანურებული და დაუსრულებელი სამუშაოები გააპროტესტეს.
