ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კვლავ შეწყდა, გადაწყვეტილება გართულებული ეპიდვითარების გამო იქნა მიღებული.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე გაერთიანების 100-მდე თანაშრომელი თვითიზოლაციაშია ,ან კოვიდ 19 ის დადასტურებული დიაგნოზით,კურნალობს.რაც შეეხება სააღმზრდელო პროცესის აღდგენას ,ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.