ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
გსულ სასწავლო წელს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 479-მა მოსწავლემ მოიპოვა მედალი, მათ შორის 393 ოქროს და 86 ვერცხლის.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა.