დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.
ინგლისური ენის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ტესტირებაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისში გამოცდები სამ სკოლაში,მეჩვიდმეტე,ოცდამესამე და ორმოცდამეერთე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით სყლ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
2025 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
• მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. 2025 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.