2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს- მეჩვიდმეტე და ოცდამეერთე საჯარო სკოლებში .
2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
პროცესი 22 ივლისს , სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.