ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 19 ოქტომბრამდე გადაიდო. მიზეზი 4 ბაღში კორონავისუსის დაფიქსირება გახდა. დაინფიცირებულია თითო ბაღში თითო თანამშრომელი.
ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღებში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, ინფიცირებულები 4 თანამშრომლიდან ერთისაჩხერეში მკურნალობს, ხოლო 3 ბინაზე.
პარალელურად 11 საბავშვო ბაღში რემონტი მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.