ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუას ახალი საბავშვო ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს ბაგა ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს, შენობა ადაპტირებულია და აღჭურვილია სასწავლო -სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით.
წყალთაშუის ახალი საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში. ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ბაღდათის მერმა დიმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. წელს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს 603 აღსაზრდელი ჰყავს.