დღეიდან სკოლებში საგაზაფხულო არდედეგები დაიწყო.
სასკოლო პროცესი 15 მარტს განახლდება.
საზაფხულო არდადეგებამდე ,3-6 მაისის ჩათვლით სკოლები სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დაისვენებენ.
სასწავლო წელი 14 ივნისს მთავრდება,პირველკლასელებისთვის 27 მაისს,ხოლო მე-12 კლასელთათვის კი 20 მაისს.
რაც შეეხება სახელმწიფო დასვენების დღეებს, სკოლები 9 აპრილს ,სამშობლოსთვის თავდადებულთათვის ხსენების დღეს,9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს,12 მაისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაისვენებენ.