შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე.პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ახლად რეაბილიტირებული სკოლის შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაესაუბრა, სკოლის განახლებული შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.
საქართველოში საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება