ქუთაისის სკოლებში ვირუსით ინფიცრების მაჩვენებელი მატულობს. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ინფიცრებულია 199 მასწავლებელი და 1126 მოსწავლე. სრულად დისტანციურ სწავლებაზეა10 საჯარო და 1 კერძო სკოლა . განათლების სამინისტროსთან დამატებით კიდევ 10 საჯარო სკოლის ონლაინ რეჟიმში გადაყვანაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
გასული ხუთშაბათის მონაცემებით ონლაინ ფორმატში სწავლების სურვილი ქალაქის მასშტაბით 4330 მოსწავლემ დააფიქსირა.