საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია 80-მდე ადგილი, აქედან ქუთაისშია 3 ვაკანსია,სამტრედიასა და ჭიათურაში თითო-თითო, ორი ზესტაფონში და ერთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში.ხონშია ორი ვაკანსია.
განცხადებების მიღება 10 დეკემბრიდან დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრელდება.
მანდატურად შეუძლია იმუშაოს საქართველოს მოქალაქემ, 21 წლის ასაკიდან, უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე, სრული ზოგადი განათლებით, პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით.
მანდატურის შრომის ანაზღაურება 750 ლარია.
http://mandaturi.gov.ge/new/394-mandaturta-shesarchevi-konkursi