ჟვანიას სკოლა იწყებს ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამის განხორციელებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში. 21-ე საუკუნე მთელს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას თანამედროვე გამოწვევების წინაშე აყენებს. ჟვანიას სკოლა მუდამ ქმნის განახლებულ პროგრამებს და არის ნოვატორი სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში. სწორედ ამიტომ, სკოლამ შეიმუშავა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა. პროგრამა ემსახურება ტრენერთა მომზადებას ან/და გადამზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში, რათა მათ შემდგომში უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჟვანიას სკოლის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ესაჭიროებათ საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად.
- განათლება
- გადასვლები: 723