ქუთაისში დისტანციურ სწავლებაზე გადასული საკლასო ჯგუფების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო სრულ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 2 საჯარო სკოლა, ონლაინ გაკვეთილებზე გადასვლის სურვილი კი 2090-მა მოსწავლემ გამოთქვა