დღეს ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.ქუთაისში,თბილისსა და რუსთავში სწავლა ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.დილიდან ხალმრავლობა იყო სკოლებთან.შენობაში შესვლამდე ყველა მოსწავლეს თერმოსკრინინგი უტარდებდა.პედაგოგებისთვიაპირბადე სავალდებულოა.რაც შეეხება მოსწავლეებს,მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით პირბადის ტარება სავალდებულოა,ხოლო დაწყებითი საფეხურის აღსაზრდელებისთვის ნებაყოფლობითია.
საკლასო ოთახების პარალელურად , მშობელს შეუძლია დაწეროს განცხადება და შვილი ონლაინ რეჟიმზე დატოვოს, ან პირიქით .განცხადებების მიღება ყოველ ოთხშაბათს ხდება.ქუთაისში დარეგისტრირებული 28 035 მოსწავლიდან მიმდინარე კვირაში დისტანციურად 1250 მიზარდი ისწავლის.