ქუთაისში სწავლის დაწყების პირველ კვირაში ონლაინ 1 250 მოსწავლე ისწავლის. როგორც ქუთაისის საგანმანბათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, 38 საჯარო სკოლაში სულ
28 035 მოსწავლე სწავლობს.
ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, ან პირიქით, უარი თქვას და მოზარდმა სწავლა საკლასო ოთახში გააგრძელოს.
სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ ონლაინ ისწავლოს.
როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა , მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში, კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ. ბოლო 3 თვის განმავლობაში კორონავირუსი 800-მდე პედაგოგმა გადაიტანა. Covid19-ზე მასწავლებლების ტესტირება უკვე მე-2 დღეა მიმდარეობს და ამ დრომდე არც ერთი მათგანი დადებითი არ არის.
სწავლა საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან განახლდება