საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"15 თებერვლიდან ჩვენი შვილები სწავლასა საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ბავშვები სკოლაში სასწავლო კლასებში გააგრძელებნ სწავლას", - განაცხადა გახარიამ.
სწავლა ქუთაისსა და კიდევ ორ დიდ ქალაქში 1 მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა როგორც წინასწარ დაანონსდა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ტარიღი შეიცვალა