დღეს საქართველოში სწავლა განახლდა.
ქვეყნის 10 დიდ ქალაქში:თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში მეორე სემესტრი ისევ ონლაინ რეჟიმში დაიწყო.დისტანციურად წარიმართება სასწავლო პროცესი აჭარაშიც.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო.
ბაღდათში სულ 21 სკოლაა,სწავლა ყველგან საკლასო ოთახში განახლდა.