იმერეთში ხვალიდან 22 საათიდან რესტორნების მუშაობა იკრძალება

ხვალიდან იმერეთში 22 საათიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა იკრძალება.იგივე შეზღუდვა წესდება თბილისშიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით გამოსავალი წერტილოვანი შეზღუდვებია.გიორგი გახარია ვარაუდობს,რომ ვირუსის შემთხვევები გაიზრდება.

" ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე", - განაცხადა გახარიამ.

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search