მიგრაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ის მოცემულობაა, რომელიც დროსთან ერთად ისევე პროგრესირებს, როგორც მაგალითად დაავადება, რომელიც უმეთვალყურეოდ არის მიტოვებული. Რეალობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მიგრაცია იძულებითია. Ნების საწინააღმდეგო ქცევას კი უმეტესწილად სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ. Სტატიის მთავარი პერსონაჟიც ამ ნიშნით შევარჩიეთ-სოფიო გედენიძე ქუთაისიდან. Პროფესიით ჟურნალისტი, სხვადასხვა მედია საშუალებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. Მარტოხელა დედა, რომელმაც წლების წინ მისთვის ყველაზე ღირებული: შვილი, ოჯახი და სამშობლო კომპლექსური მიზეზების გამო დატოვა. Პირად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მეტად, როგორც თავად ამბობს ემიგრაციის გარდაუვალობა საზოგადოების მენტალობამ და განწყობებმა განაპირობა, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით გამოიხატებოდა 8 წლის წინ ,,განათხოვარი’’ ქალების მიმართ.
,,,Თურქეთში ქალაქ სტამბულში 2015 წელს წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვიყავი და გამაჩნდა საკუთარი პროფესია და საყვარელი საქმე (ჟურნალისტი მრავალწლიანი სატელევიზიო პრაქტიკით)აი, ერთ დღეს, ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელად, ვიღებ გადაწყვეტილებას, ქვეყნის დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის თაობაზე. მიზეზი სოციალური ფონი და ქართული, მით უფრო ქუთაისური მენტალიტეტი იყო, რაც სამწუხაროდ , დღემდე განქორწინებული ქალების ხვედრია ,,რას იტყვის ხალხი.’’ ჩემმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა, ახალგაზრდა, გამოუცდელი დედა დავრჩი შვილთან მარტო და ორივე მშობლის პასუხისმგებლობით. Ვიაზდებდი , რომ ამ ყველაფრისთვის თავი დამოუკიდებლად უნდა გამერთმია, რისთვისაც პირადი შემოსავლები არ იქნებოდა საკმარისი. Ამავდროულად, გარშემომყოფთა დამოკიდებულება ჩემი ახალი სტატუსის -განქორწინებულის მიმართ არც ისე მიმღებლობითი აღმოჩნდა. Ეს ყველაფერი სტრესულ ფონს უფრო მიმძაფრებდა და ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის დატოვება მივიჩნიე. Ოჯახი ცივილურად მიუდგა ჩემს გადაწყვეტილებას.იფიქრეს ,გარემოს შეცვლა ცოტას დაალაგებდა ჩემს სულიერ მდგომარეობას და ძალიან მალე, უკანვე საკუთარი სურვილით დავბრუნდებოდი. თურქეთი კი მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, საქართველოსთან ახლოს არის და ხშირად შევძლებდი ოჯახის წევრების ნახვას.’’
Რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში?
,,უკვე 8 წელია მარტოხელა დედა და ემიგრანტი ვარ. არ ვუშინდები სიძნელეებს, რომელსაც ღიმილით ვხვდები.სიახლეებს და გამოწვევებს კი შემართებით.
ბევრჯერ დავცემულვარ და ცრემლები მომიწმინდავს საკუთარი თავისთვის, გამიღიმია და წამომდგარვარ.Ძნელია, როცა ყველა ტკივილს თუ ემოციას მარტო უმკლავდები...Აქაც ვცდილობ ჩემი პატარა საქართველო მქონდეს.ყველა ქართველს მინდა დავეხმარო, თუ რამე შემიძლია.Რაც შეეხება თურქეთს, მათი მადლიერი ვარ. 8 წელი თითქმის ყველა სამსახურში ვიმუშავე, სადაც ემიგრანტი შეიძლება დასაქმდეს და მერწმუნეთ ,არც ცუდი უფროსი და არც ცუდი თანამშრომელი არ შემხვედრია. Რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისევ ჩვენი ქართველი თუ გიმტრობს.(რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ)Არ მითაკილია არსად მუშაობა.აქ ტყუილა არავინ გიხდის.დღეს 2 ადგილას ვმუშაობ და ფეხზე მყარად ვდგავარ.ალბათ იმიტომ, რომ არასდროს ვიბოღმები სხვებზე.გულწრფელად მიხარია სხვების წარმატება და უკიდურეს შემთხვევაშიც კი არასდროს ვივიწყებ პოზიტივს. Უფრო მეტი შემართებით ვიბრძვი მიზნების მისაღწევად. ‘’
რა გახსენდებათ ყველაზე დიდ სირთულედ,რაც ემიგრაციაში ამ წლების განმავლობაში გამოიარეთ?
,,მიგრაციაში ყოფნამ ძლიერ ქალად მაქცია, რომელსაც საკუთარი თავის გარდა აქ არავინ ჰყავს, რომელსაც პრობლემას ვერავინ მოუგვარებს. ვფიქრობ ,ყველა ემიგრანტი ქალი გმირია.ძნელია მონატრება ოჯახის და ერთადერთი შვილის, ეს გრძნობა შინაგანად განგრევს. Ძნელია, როცა შენს ხელში გაზრდილი პატარა ბიძაშვილის გარდაცვალების ამბავს იგებ და დაკრძალვაზეც ვერ მიდიხარ გამოსამშვიდობებლად.’’
Სოფიო თქვით რომ ოჯახს იმედი ჰქონდა, გარემოს შეიცვლიდით და შინ მალევე დაბრუნდებოდით. Რვა წელი გავიდა რას აპირებთ, რა მიზნები გაქვთ?
,,თურქეთი დღეს ჩემი მეორე სამშობლოა, აქ განვლილ სირთულეებთან ერთად ვიპოვე პიროვნული თავისუფლება, შევიძინე უცხოელი მეგობრები, გავხდი ფინანსურად დამოუკიდებელი.ამის მოლოდინი სამწუხაროდ , საქართველოში არ მაქვს. Ვიცი, რომ ჩემი კოლეგები ,მითუფრო რეგიონულ მედიებში, ენთუზიაზმე მუშაობენ, ბევრიც საერთოდ ჩემსავით ემიგრანტი გახდა. როცა სხვა ქვეყანა გაძლევს იმას, რისი არქონის გამოც საკუთარი დატოვე, რთულია დათმო რთული გზით მოპოვებული და ისევ ნულიდან დაიწყო. Სწორედ ამიტომაა, რომ თუნდაც სტამბულის ქუჩებში, ყოველწლიურად უფრო მეტი ქართული საუბარი მესმის, ეს მახარებს და მასევდიანებს კიდეც, რადგან ვფიქრობ ისინიც ჩემსავით დაუზუსტებელი ვადით იქცევიან ემიგრანტებად.’’
Ქართველების გადინება რომ თურქეთის პარალელურად მთელს მსოფლიოში მზარდია, ამას სტატისტიკაც მოწმობს. Საქსტატის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით მიგრაციული სალდო გაორმაგდა და 1000 ადამიანზე 14.7 % შეადგინა. Მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი 2015 წელს მხოლოდ 0.9 % იყო. Აქტორის რესპონდენტი მკვლევარი მიგრაციის საკითხებში, ნუგზარ კოხრეიძე აცხადებს რომ მიგრაციული მოვლენების ამგვარი განვითარება, ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს შექმნის და საჭიროა გამართული საიმიგრაციო პოლიტიკის წარმოება.
საქართველოში მიგრაცია სტაბილურად მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის გადინება უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დროს წინ წამოიწია ახალმა დანიშნულების ქვეყნებმა, მაგალითად გაიზარდა მიგრანტთა რაოდენობა აშშ-ში , წინა დეკადებთან შედარებით. გარდა ამისა, გაეროს თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა კვლავ მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით ევროპის ქვეყნებს. ბოლო დროს გარკვეულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სიიდან ამოყვანა, რაც ერთი მხრივ სერიოზულ საიმიჯო პრობლემებს უქმნის ქვეყანას (განსაკუთრებით კანდიდატი სტატუსის მიღებასთან მიმართებით) და მეორე მხრივ აადვილებს თავშესაფრის მიღებას მათთვის, ვინც ბელგიას მიმართავს. მზარდი შრომითი მიგრაცია განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რთული ვითარებით ქვეყანაში. ასევე, ბოლო დროს თავი იჩინა მიგრაციის ახალმა მიზეზმა, როდესაც შეძლებული და წარმატებული ადამიანები ოჯახებით მიგრირებენ.
ამის მიზეზად შვილებისთვის უფრო უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სტაბილური გარემოს ძიება მოჰყავთ. რა თქმა უნდა, ასეთი ინტენსიური მიგრაციული პროცესი საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, რადგან ხდება შრომის უნარიანი, ენერგიული და აქტიური მოქალაქეების გადინება და ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი ვინც უკან ბრუნდება. უკან ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების სტატისტიკას თუ გადავხედავთ უმეტესობა ადამინებისა ბრუნდებიან ჯანმრთელობის პრობლემების, ასაკის ან სამუშაოს დაკარგვის გამო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გარკვეული ნაწილი შრომით უნარიანი უკან დაბრუნებულთა მიგრანტების კვლავ მიგრირებენ, მაშინ სურათის უკეთესობისკენ ცვლილება მცირედით ხდება. შედეგად, სახელმწიფოს სჭირდება მეტი სამედიცინო და სოციალური პაკეტების განხორციელება. შესაბამისად, ხარჯის გაზრდა. ასეთი მოვლენების განვითარება პერსპექტივაში ქვეყანას დიდ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს უქადის და საჭიროა მწყობრი და გამართული საიმიგრაციო პოლიტიკის წარმოება.’’
Როგორია შრომითი მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, აქტორის კითხვას ორგანიზაციის ,,საზოგადოება და ბანკები’’ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე პასუხობს. ,,ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სამუშაო ძალების გადინების შედეგად ქვეყანაში მცირდება მუშახელი, ასეთ პირობებში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელია, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში დაახლოებით 100 000 ადამიანი წავიდა, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს კოლოსალურად დიდი ციფრია. Მე მესმის მათი გადაწყვეტილების, არავის არ უხარია ოჯახს მოწყდეს, ისინი იძულებულნი ხდებიან წავიდნენ, ეს არის ძალიან მძიმე როგოეც მორალურად ასევე ფსიქოლოგიურად. Შემდგომში კი მათივე მძიმე შრომის შედეგად გზავნილების სახით ნაწილობრივ აკომპენსირებენ საქართველოს ეკონომიკის დაზარალებას სამუშაო ძალების გადინებით. Ქვეყანა უნდა იყოს დამოკიდებული არა უცხოეთიდან გზავნილებზე, არამედ საკუთარ სამუშაო ძალებზე. Სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანებს კაპიკების გამო ოჯახების იძულებით დატოვება არ დასჭირდეთ.’’
Აღსანიშნავია რომ სწორედ გასულ წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ფულადი გზავნილები განხორციელდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წელს გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წელთან შედარებით ციფრი თითქმის ორჯერ გაზრდილია.
2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან მიიღო და თანხამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Ხუთეულში შემდეგ ადგილს იკავებენ Იტალია, აშშ საბერძნეთი და ისრაელი .
Მაშინ როდესაც დარგის სპეციალისტები ქვეყნიდან შრომის უნარიანი მოქალაქეების გადინების მაღალ ნიშნულსა და გრძელვადიან რისკებზე საუბრობენ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო კვლევა პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. Კვლევის თანახმად 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა და 53.2%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1%-ით გაიზარდა და 44.3% შეადგინა.
Ციფრებში ასახული Პოზიტიური დინამიკის პარალელურად ფაქტად რჩება ისიც, რომ სტატიის გმირის სოფიო გედენიძის მსგავსად, უცხოეთი ჩანაცვლებულ სამშობლოდ სულ უფრო მეტი ქართველისთვის ხდება.