რა არის მუნი,როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადება, რამდენად გადამდებია და როგორ იკურნება-საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორი,, საზოგადოების დიდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად პედიატრს,ოჯახის ექიმს კესო გვარაკიძეს ესაუბრა.
- ექიმო,როგორ ,,ამოვიცნოთ,, მუნი?
- თუ ოჯახში ორს ან მეტს ექავება სხეული, დიდი ალბათობით მუნია. თუ გექავებათ მეტ წილად ღამით, ცხელი შხაპის მიღების დროს, საწოლში ჩაწოლის შემდეგ, მუნია. თავიდან როცა გექავება, არაფერი ჩანს, რამდენიმე დღეში ხაზოვნად განლაგებული გამონაყარი ან დაწყვილებული გამონაყარი გაჩნდება -ეგაა ტკიპას კანში შესასვლელი და გამოსასვლელი გზები.

- რამდენად ადვილად იკურნება,რა ზოგადი რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ ჩვენს მკითხველს?
- თავიდან ვთქვათ, რომ მუნი, ბღერი და სკაბიესი ერთი და იგივეა. მუნი არ არის არც ბაქტერიული და არც ვირუსული, ის არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპა. ის ჩადის კანში, დებს კვერცხებს, მრავლდება და იკვებება კანის ეპიდერმისით.
მკურნალობა ექიმის დანიშნულებით ხდება.ბენიზლ-ბენზოატის ემულსიას აქვს მალამოს ვერსიაც, გოგირდის მალამო, პერმეტრინი, ან სპრეგალი. აუცილებლად ექმის დანიშნულებით, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ოჯახში ერთს აქვს მუნი, მკურნალობას იტარებას ყველა( მუნის მართვის პროტოკოლი). არ გეგონოთ მარტივი მოსაშორებელი ,საჭიროა ზეწრების გამოხარშვა ,დაუთოვება, რბილი ავეჯის დაუთოვება და განიავება, სველი წესით დალაგება, მოკლედ, დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. რასაც ვერ გამოხარშავთ და დააუთოვებთ, გაყინეთ, ან ცელოფნებში ჩაალაგეთ და ერთი თვე დაივიწყეთ. საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია ეს ტკიპა და სერიოზულად მიუდექით ,არ გაირთულოთ ,თორე შეიძლება 1-2 წელიც კი დაგჭირდეთ მკურნალობა.
- მუნი-სიბინძურის დაავადება-ასეთი ინფორმაცია არის გავრცელებული ხალხში.თქვენ რას გვეტყვით?
-მ უ ნ ი არ ჩნდება სიბინძურით და დაუბანლობით. ეს გქონდეთ საზეპიროდ! მუნმა არ იცის არც სუფთა, არც ბინძური, არც ღარიბი, არც მდიდარი. ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეიძლება გადაედოს, ნებისმერ დროს და ნებისმიერ ადგილას. თუ მუნი ძალიან აქვს მოდებული ადამიანს , შეიძლება ხელის ჩამორთმევით გადმოგდოთ.
მუნის პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ჰიგიენური პირობების დაცვა და სხვა პიროვნების პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.
ინტერვიუს უძღვებოდა ჟურნალისტი ნანა რობაქიძე.




